პავილიონისი: არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით!
არჩევნები მოიპარეს, გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია! ჩამოდით თბილისში ახლავე! - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
"24 საათი თავისუფლებისთვის ბრძოლა საქართველოში, საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან ერთად. გთხოვთ დადექით საქართველოს გვერდით - ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი წევრობა - ასევე თქვენს ხელშია. ჩამოდით თბილისში ახლავე!!!"- წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ. ევროპელმა ლიდერები გუშინ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზეც იმყოფებოდნენ და ქვეყანა გუშინ გვიან ღამით დატოვეს.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა