არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე - გამოკითხულია თუ არა გიორგი კალანდარიშვილი?
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე - პროკურატურა არ ამბობს, დაიკითხა თუ არა აღნიშნული საქმის ფარგლებში ცესკოს შეფი გიორგი კალანდარიშვილი.
პროკურორი ლაშა ცქვიტარია დღეს სასამართლოში, სადაც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ცვილებისთვის" წევრები გამოიკითხენენ, ამბობდა, რომ "კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ცესკოსთან მიმართებაშიც მიმდინარეობს".
კონკრეტულ ინფორმაციას დაკითხული პირების და მათი ვინაობების შესახებ ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია საარჩევნო კომისიის არაერთი წარმომადგენელი", - განაცხადა პროკურორმა.
"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურას ცესკოს შეფი გამოკითხული ამ დრომდე არ ჰყავს.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა