თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა