დუდამ, ლუკაშენკოს გამო, კლიმატის სამიტზე ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბაქოში, კლიმატის სამიტზე, სამიტის სხვა მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს გამო, უარი თქვა.
ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ფოტო გადაღება“, - განუცხადა Polsat TV-ს პოლონეთის ლიდერის დელეგაციის წყარომ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით არიან უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა.