EU-ს დელეგაციის შეხვედრა დამკვირვებლებთან - ეკა გიგაური დეტალებს ჰყვება

12.11.24 17:53
EU-ს დელეგაციის შეხვედრა დამკვირვებლებთან - ეკა გიგაური დეტალებს ჰყვება

როგორ გაყალბდა არჩევნები? -ევროკავშირის დელეგაცას დამკვირვებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ ხალხის ხმები და ამისთვის ადმინისტრაციული რესურსი სრულად გამოიყენა.

ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის მონაწილეები ამბობენ,  რომ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებების გარდა, დელეგაციის წევრებმა მათგან მოისმინეს ისტორიები, თუ როგორ ხდებოდა არჩევნების მიტაცება. 

ყველა დამკვირვებელი, რომელიც გვყავდა უბანზე, საუბრობდა კონკრეტულ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩვენების დღეს. ჩვენ კი არ ვისაუბრეთ დამკვირვებლების სახელით, თვითონ დამკვირვებლები ჰყვებოდნენ იმაზე, თუ რა ნახეს. მათი მოსმენის შემდეგ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ძალიან მკაფიო პოზიცია გაუჩნდებოდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა“, - ამბობს ეკა გიგაური.

მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დღეს დამკვირვებლები იყვნენ, ამბობენ, რომ ახლა ყველა დარღვევაზე ევროპელი ლიდერები საქმის კურსში არიან და სწორედ მათ უნდა გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.