ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია

12.11.24 20:03
ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია

 

ქვეყანაში დიდი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური კოალიციიდან ორმა პოლიტიკური დემარშის გზას მიმართა. ცესკოში უკვე გაიგზავნა სიით პარლამენტში გასული და მომლოდინეთა რიგში მყოფი ყველა პოლიტიკოსის განაცხადება, რომ არ სცნონ მათი ლეგიტიმურობა. 

პარლამენტი, რომ ლეგიტიმური იყოს, მინიმუმ, 100 დეპუტატის უფლებამოსიულების ცნობა სჭირდება. "ოცნებას" ამდენი დეპუტატი არ ჰყავს. ძალით პარლამენტის დეპუტატებად ვერავის გამოაცხადებენ, ეს კონცტიტუციის 25 მუხლში მკაფიოდ წერია, ამიტომ ახლა "ქართული ოცნება" ჩიხში შევიდა.

ჩიხშია ცესკოც. თუ კალანდარიშვილი პარლამენტს დეპუტატების სიებს მაინც გადაუგზავნის, მაშინ კონსტიტუციას დაარღვევს. თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო კომისია ოლიგარქის გუნდთან ერთად ვა ბანკზე მიდის და უარს ეუბნება ორ მსხვილ კოალიციას უფლებამოსილების ცნობაზე.

პარლამენტში შესვლას არ აპირებს "ძლიერი საქართველო". ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში ანბობენ, რომ მათი სიტყვა სიტყვად რჩება. ცესკოს კანონის მიერ დადგენილი ფორმით და დროს მიმართავენ. დღეს "ძლიერი საქართველოს" წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, როგორ წერენ განცხადებებს და უარს ამობენ მანდატებზე.

პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ არც გახარიას გუნდში. გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის თანამებრძოლებს მიღებული აქვთ და შეცლას არ აპირებენ. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.