როგორ გაყალბდა არჩევნები - EU-ს დელეგაციას მტკიცებულებები მიაწოდეს

12.11.24 20:20
როგორ გაყალბდა არჩევნები - EU-ს დელეგაციას მტკიცებულებები მიაწოდეს

 

როგორ გაყალბდა არჩევნები? ევროპელმა პოლტიკოსებმა "ქართული ოცნების" შექმნილი გაყალბების მთელი სქემა იმ დამკვირვებლებისგან მოსმინა, ვინც საარჩევნო უბანზე საკუთარი თვალით უყურებდა და მძიმე ვითარებაში მიდიოდა ხმის მიცემის პროცესი - ხალხის ტერორიდან დაწყებული ხალხის მოსყიდვით დამთავრებული. შეხვედრაზე კონკრეტული ფაქტებს ყვებოდნენ.

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო კომიტეტის შეფი გაოგნებული სახეებით უსმენდა, როცა მათ უყვებოდნენ, როგორ ცვლიდა "ქართული ოცნება" პატიმრების თავისუფლებას სარჩევნო ხმებში.

როგორ გააგრძელებს დასავლეთი არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას?  ეს კითხვა ჰქონდათ დარღვევების შემსწრე დამკვირვებლებს. თვლიან, რომ სისტემური დარღვევების ფონზე ევროკავშირი მოქმედებაზე უნდა გადავიდეს და "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქციროს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.