ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

12.11.24 19:19
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომოსიასთან გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და რიგითი მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან გაყალბებულ არჩევნებს და საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, “აუცილებელია რეგიონების აქტიურობა იმისთვის, რომ რეგიონებიდან მოგროვებული მუხტი წავიდეს დედაქალაქისკენ“.

აჭარის რეგიონს ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა, ჩვენი ქვეყნის სამომავლო ბედზე. მიმაჩნია, რომ აუცილებელია რეგიონების აქტიურობა იმისთვის, რომ რეგიონებიდან მოგროვებული მუხტი წავიდეს დედაქალაქისკენ და მთავარი ეპიცენტრი, სადაც ბრძოლები ხდება, ეს მთელი ენერგია, ძალა და ბრაზი ქართველი ერისა იყოს, საბოლოო მომენტში -  რუსთაველზე, პარლამენტის წინ მობილიზებული.

ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლისა და დარბევის გადატანა მოგვიწია - წყის ჭვავლები, გაზები, გინება, სახლთან დალოდება - მაგრამ დღეს, მაინც ვდაგავრთ, ვიდგებით და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ მთავარ, რეალურ შედეგს არ მივაღწევთ -  "ქართულ ოცნებისა" და რუსული ძალის არ გადატეხვა ბოლომდე. და სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც კონსტიტუციაში წერია, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსებში“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

აქციაზე იმყოფება “გახარია საქართველოსთვის“ წვერი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ  “ბათუმი და აჭარა არის ადგილი, სადაც "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე მეტად, "ატრიალა კარუსელი“.

მნიშვნელოვანია ეს აქციები, ადამიანების აქ მოსვლა, რეგიონებისა და ქალაქების გააქტიურება, რადგან ყველა ქალაქმა უნდა გამოხატოს პროტესტი, სადაც "ქართული ოცნება" ადგა და, პირდაპირ, დაიწერა იმდენი ხმა, რამდენიც საჭირო იყო არჩევნების მოსაპარად.

ბათუმში მათ ეს ხმები არ აუღიათ, ვერც ვერასდროს აიღებენ. ბათუმმა უარი უთხრა "ქართულ ოცნებასა" და მათ კორუფციას“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.