"ვითხოვთ ახალ არჩევნებს" - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

12.11.24 20:37
"ვითხოვთ ახალ არჩევნებს" - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

მიტაცებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტია რეგიონებში. ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობაა ბათუმში. მოქალაქეები წართმეული არჩევნების უკან დაბრუნებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ადამიანები, ვისი ხმებიც გააყალბეს, უკან დახევას არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ ახლა საქართველოს  ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და გაჩერების  დრო არ არის. 

ბათუმი გამოვიდა იმისთვის, რომ გააპროტესტოს წართმეული, გაყალბებული, გამოჟონილი არჩევნები. ეს არის ჩვენი თაობის, მამების თაობის მონაპოვარი და ვერ გადავაყოლებთ ამას ვერც კალანდარიშვილს, ვერც „ქართულ ოცნებას“, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი ვაჯა დარჩია.