ვინ გამოიკითხნენ არჩევნების გაყალბების საქმეზე - პროკურატურა ინფორმაციას მალავს

12.11.24 20:25
ვინ გამოიკითხნენ არჩევნების გაყალბების საქმეზე - პროკურატურა ინფორმაციას მალავს

 

გენერალური პროკურატურა ამდრომდე მალავს, ვინ გამოკითხა ცესკოდან არჩევნების გაყალბების საქმეზე. რეზონანსულ საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გასაიდუმლოებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი. "პირველების" ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეს ჩვენება მიცემული არ აქვს, არადა, სწორედ მისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო ეს გამოძიება.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე, 2 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას კალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი საბა ბუაძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაკითხვაზე ათობით ვიდეო და ფოტო მტკიცებულებით მივიდა. ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც სასამართლო დარბაზში გამოიკვლიეს, საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობაა.

დღეს გაირკვა, რომ გამოძიების დაწყებიდან 2 კვირის თავზე, პროკურატურა ახალ ვერსიაზე მუშაობს. დგას თუ არა ოპოზიცია არჩევნების გაყალბების უკან? - ეს კითხვა სახელმწიფო ბრალდებამ დღეს თენგო თევზაძეს დაუსვა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.