ბურუსით მოცული გარდაცვალება დედაქალაქის ცენტრში - ერთ-ერთ ბინაში ორი ცხედარი იპოვეს
ბურუსით მოცული გარდაცვალება დედაქალაქის ცენტრში - ჯავახიშვილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ 23 წლის ბიჭის და 21 წლის გოგონას ცხედრები ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ნახეს. "პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდებს 48 საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, ბინის კარის გაჭრის შემდეგ კი ოთახში პოლიციას ორი ცხედარი დახვდა.
სტედენტები, სავარაუდო,დ ორი დღის გარდაცვლილები იყვნენ. ბინიდან ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვეენეს. ახალა უნდა დადგინდეს, რა გახდა ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი. "პირველების" ინფორმაციით, 23 წლის ბიჭმა ჯავახიშვილის ქუჩაზე ბინა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა. ადგილობრივები გარდაცვალების მიზეზად რამდენიმე ვერსიას ასახელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს, "ტვ პირველი" დღეს ორჯერ დაუკავშირდა. სამინისტროში ამბობენ, რომ "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხებენ. ახლა მთავარი კითხვაა, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და აღენიშნებოდათ თუ არა ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.