"9 თვის განმავლობაში, თბილისის მერიამ ჩვენგან ჯარიმებით 97 301 400 ლარი მიიღო “- ირაკლი აბესაძე
კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერიის მიერ დაწერილი ჯარიმების რაოდენობაზე წერს და ამბობს, რომ 9 თვის განმავლობაში, 97 301 400 ლარის ჯარიმები დაიწერა.
აბესაძე დეტალურად აღწერს, თუ რა დარღვევებისთვის გამოიწერა ჯარიმები და აცხადებს, რომ “2020 წელთან შედარებით ეს ფაქტობრივად სამჯერ გაზრდილია ციფრია“.
ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ დღე 360 ათასი ლარის ჯარიმა იწერებოდა. ყოველ 1 საათში - 15 ათას ლარზე მეტი. მათ შორის, მხოლოდ პარკირების და მანქანის გაჩერების წესების დარღვევისთვის - 25 948 600 ლარი. 2020 წელთან შედარებით ეს ფაქტობრივად სამჯერ გაზრდილია ციფრია - 64 მილიონი ლარით მეტით დაგვაჯარიმეს, ვიდრე 4 წლის წინ. რაც მეტს ვაპატიებთ, მეტს ამოგვაცლიან ჯიბიდან", - წერს აბესაძე.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა