ბიუჯეტიდან ჩარიცხული 8.6 მლნ ლარი და ვადის 11 - ჯერ გადაწევა - დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი კვლავ დაუსრულებელია
სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულების დასრულების ვადამ 11-ჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია.
სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან.
ხელშეკრულების დასრულების ვადამ 11-ჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია.
სამუშაოების შემსრულებელია ამხანაგობა, რომელიც ორ კომპანიას აერთიანებს - "ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა” და შპს საბას. 2021-2022 წლებში, ამხანაგობა "ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბამ”, 4 სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, ჯამში 64 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების.
შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. 2014-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6-ში უკონკურენტო გარემოში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.