"პოლიციამ ჩვენზე იძალადა, მოდით, დაგვეხმარეთ" - აქციის მონაწილე

13.11.24 13:06
"პოლიციამ ჩვენზე იძალადა, მოდით, დაგვეხმარეთ" - აქციის მონაწილე

ცესკო პოლიციის ალყაშია - რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციამ მათძე იძალადა.

იძალადეს, ხელებით გვახრჩობდნენ და ისე გავყავდით ამ კარიდან. ყველანაირი კონსტიტუციური უფლება ფეხქევშ გაგვითელეს. ხალხო გთხოვთ ყველას, ცესკოსთან მოდით, დაგევხამრეთ", - ამბობს აქციის მონაწილე. 

ადგილზე შეკრებილებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა უნდოდათ რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. 

აქციის მონაწილეები ცესკოსთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვას და და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ფოტო: Raymond Red Rodgers