კოტე ყუბანეიშვილი ოცნებაზე: ეს მატასტაზი უნდა მოვიშოროთ
გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ დღეს საპროტესტო მსვლელობას ხელოვანებიც უერთდებიან. პოეტი კოტე ყუბანეიშვილი "ქართულ ოცნებას" მეტასტაზს უწოდებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ეს მეტასტაზი უნდა ამოიკვეთოს.
ყოველიგვარი საღვარიდან გასულია. მე ასეთი საშინელი, ასეთი უგემოვნობა, ასეთი კიტჩი... ახლა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს რაღაც ონკოლოგიური თუ მეტასტაზი ამოვკვეთოთ. გვაჩვენეს აქ, რამხელა მოსყიდული ჯარი ჰყავთ, რამხელა რესურსი იხარჯება პატარა გოგო-ბიჭებთან ბრძოლაზე. ეს ხომ დემონსტრირებაა ძალის, ეს ხომ დასაშნებლად ხდება. ჩვენ მაინც არ გვეშინია, - ამბობს კოტე ყუბანეიშვილი.
არაღიარებული პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის. დღეს 21:00 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებზე მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია. შეკრების შემდეგ მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ და ღამეს ადგილზე გაათევენ.