თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ პროტესტი არ ჩერდება. მოქალაქეები დედაქალაქის ქუჩებს დღეს სიგნალებით მოივლიან და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მოქალაქეები დიდი დიღმის "გუდვილთან" შეიკრიბნენ და საპროტესტო ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობაც დაიწყეს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხმის გამაძლიერებლები, რომლითაც ისინი მსვლელობისას მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
დღეს მორიგი დღეა, როდესაც გვინდა, მოსახლეობას გავაგებინოთ ის მეისჯები, რისი თქმაც გვინდა, რომ წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას, ნიშნავს ჩვენი მომავლის წართმევას, ეს ნიშნავს სიღარიბეს, ეს ნიშნავს საბოლოოდ დაკარგულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და კიდევ უამრავ რამეს, რაც გასაგები უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამბობს აქციის წევრი.