"ვიწყებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას" - დამკვირვებლები ბრძოლის ახალ ფრონტს ხსნიან

24.11.24 14:30
"ვიწყებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას" - დამკვირვებლები ბრძოლის ახალ ფრონტს ხსნიან

დამკირვებლები ერთიანდებიან და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ფრონტს ხსნიან. მიზანი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

დღეს საინიციტივო ჯგუფმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იწყებენ ივანიშვილის რეჟიმის მხილებას. მოუყვებიან ყველას, როგორ მიიტაცა ოლიგარქის პარტიამ  რუსეთის დახმარებით საქართველოს მოსახლეობის არჩევანი. საინფორმაციო აქტივობებთან ერთად დამკვირვებლები აქციებსაც გეგმავენ.

ჩვენ ვართ ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც უშუალოდ ნახეს გაყალბება და ის მასშტაბები, რაც ხორციელდებოდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინა დღეებში, ამიტომ ჩვენ ვქმნით საინიციატოვო ჯგუფს, რომლის მიზანიც იქნება უფრო ორგანიზებული, დისციპლინური და თანმიმდევრული წინააღმდეგობის ჩამოყალიბება ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ ამ ქსელის გაზრდასაც, საზოგადოებასთან კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას და ინფორმირებას, თუ რა ტიპის გაყალბებები მოხდა. ვაპირებთ რეგიონებშიც, საქართველოს ფარგლებს გარეთაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორიოს ორგანიზაციებთან ამ კუთხით მუშაობას, - ამბობს დამკვირვებელი ტატო ქელბაქიანი. 

ადგილობრივი დამკვირვებლები გეგმავენ, დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციასაც შეუერთდნენ.