"არა გაყალბებულ არჩევნებს" - ილიაუნთან პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იკრიბებიან
პროტესტის კიდევ ერთი ცენტრი ილიას სახელწმიფო უნივერსტეტის პირველ კორპუსთანაა. უმაღლეს სასწავლებელთან ახლა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იმყოფებიან. აკადემიური საზოგადოება ახალგაზრდებთან ერთად მოითხოვს, "ქართულმა ოცნებამ" ხელახალი არჩევნები ჩაატაროს, სრული თავისუფლება მისცეს სასწავლო დაწესებულებებს და გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ადამიანები.
აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის იმ ცენზურის დაწესება, რომლის დაწესებასაც აპირებენ განათლების სისტემაში და ამ კანონებმა გამოიწვია. 1 დეკემბრიდან მუშავდება უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება. აქ ვდგავართ არა მხოლოდ უმაღლესი განათლების წარმომადგენლები, არამედ ჩვენთან ერთად არიან მასწავლებლები, სტუდენტები, ლექტორები და ასეთი ერთობლივი აქცია ალბათ არ ყოფილა, - ამბობს ლექტორი.
ილიას უნივერსიტეტთან შეკრებილები მსვლელობით თსუ-ში მივლენ, იქიდან კი პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.