"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი!" - ქალების პერფორმანსი ოლიგარქის სასახლესთან

24.11.24 20:42
"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი!" - ქალების პერფორმანსი ოლიგარქის სასახლესთან

 

ოლიგარქის შუშის სასახლესთან ქალებმა სამგზავრო ჩანთები მიიტანეს. ამ პერფორმანსით მარშის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს შეახსენეს, რომ მისი წასვლის დროა. "ჩაალაგე შენი მონები შიგნით და წადი რუსეთში" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც მიტაცებული არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.

ქალების მარში თავისუფლების მოედნიდან დაიძრაა ბოლო გაჩერება კი ბიძინა ივანიშვილის სასახლე იყო, სადაც ქალები კონკრეტული გზავნილებით მივიდნენ. "ჩვენ ვრჩებით შენ წადი"! - ამას სკანდირებდნენ ოლიგარქის შუშის სასახლესთან შეკრებილი ქალები, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება უკეთესი მომავლის ნაცვლად, ევროპაში სამუშაოდ წასვლას სთავაზობს.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს მანიფესტი წაუკითხეს და სიმბოლურად სამგზავრო ჩანთები დაუტოვეს, თუმცა შეშინებულმა ოლიგარქმა ქალებისგან დასაცავად საპოლიციო ძალები მოაბილიზა. 

ქალების მარშს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა. საპროტესტო მსვლელობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მიეძღვნა, რასაც ემიგრაცია ჰქვია. უკვე წლებია, ხალხის მაჩვენებელი, ვინც საქართველოდან მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას გაურბის, რეკორდულ ნიშნულს აღწევს. მათ რიგებში კი დიდი უმრავლესობა ქალია. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები