რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გავცეთ! - დასავლეთიდან წამოსული ავტოკოლონები უკვე თბილისშია
დასავლეთიდან წამოსული ავტოკოლონები უკვე თბილისშია და რესპუბლიკის მოედისკენ მიემართებიან. მოქალაქეები დედაქალაქში გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ. ისინი პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას დაესწრებიან.
რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გავცეთ!
თვითმარქვია ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ!
საქართველოს ვკარგავთ! გარუსებისკენ მივდივართ!, - ამბობენ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იყო. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან "ოცნება" გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.