პარლამენტი არის არალეგიტიმური, მათ უფლება არ აქვთ შეიკრიბონ ხვალ - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ხვალ პარლამენტს შეკრების უფლება არ აქვს.
გიგაური ხსნის, რომ სანამ საკონსტიტუციოში პრეზიდენტის სარჩელია შეტანილი და ამ სარჩელს სასამართლო არ განიხილავს, ამანდე პარლამენტის შეკრება არაკონსტიტუციურია.
"ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გააყალბა ეს არჩევნები. ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მათ უფლება არ აქვთ შეიკრიბონ ხვალ. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არის შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ და მათ არ აქვთ უფლება ამ პერიოდის განმავლობაში შეკრიბონ ეს პარლამენტი. ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გამოვიდეთ ქუჩაში დრეს და ხვალ დილის 9 საათზე პარლამენტის უკან", - განაცხადა ეკა გიგაურმა.