პოლიცია ავტოკოლონებს აქციის ეპიცენტრისკენ გადაადგილებას უზღუდავს

24.11.24 22:12
პოლიცია ავტოკოლონებს აქციის ეპიცენტრისკენ გადაადგილებას უზღუდავს

პოლიცია ავტოკოლონებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილებას უზღუდავს - სამართალდამცველები პიკაპებს დაბრკოლებებს უქმნიან, რის გამოც ოპოზიციის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნდნენ რესპუბლიკის მოედანზე. 

რუსთაველის გამზირი დაკეტილია, არ შეიძლება პიკაპების შესვლა. მსვლელობა შეგიძლიათ მოაწყოთ ქალაქის სხვა ნაწილში, მაგრამ არა რუსთაველზე", - ამბობს პოლიციელი. 

მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის - ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებთან საუბრისა. 

"რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. დეკლარირებულია, რომ ღამეს ვათენებთ. ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია. ჩაიხედეთ და ნახეთ, რაც არის. მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის, ამიტომ გაუგებარია გადაწყვეტილება. რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? შემოსატანია რაღაცები და გავლენ ისევ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფოტო: Ezz Gaber 

მსგავსი სიახლეები