მართალ ადამიანებს ვერავინ გააჩერებს - ნინო ქათამაძე
ადამიანების ერთად ყოფნა ყველაზე დიდი ხელოვნებაა - ამის შესახებ აქციაზე მყოფმა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მართალ ადამიანებს ვერავინ გააჩერებს და სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გავა გარეთ.
ეს რაც აქ ხდება ყველაზე დიდი ხელოვნებაა. ადამიანების ერთად ყოფნა არის ყველაზე დიდი ხელოვნება. ისეთი მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, ისეთ მნიშვნელოვან თემაზეა ადამიანები გაბრაზებულები, რომ ყველა ამ სიცივეში გარეთ გამოვიდა. მართალ ადამიანებს ვერავინ ვერ გააჩერებს. ყველა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები. ყველას ერთი რამ აწუხებს, აწუხებთ ეს გაუსაძლისი ცხოვრება, აწუხებთ გაყანებული არჩევნები", - ამბობს ნინო ქათამაძე "პირველებთან".