პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

24.11.24 22:58
პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

პარლამენტის წინ კარვები გაშალეს - რუსთაველის გამზირზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები არიან შეკრებილები.

ისინი დღევანდელ ღამეს სწორედ რუსთაველის გამზირზე გაათენებენ. 

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს, სცენიდან აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.

XI მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება - ხვალ "ქართული ოცნება" სხდომათა დარბაზში მარტო იქნება. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, 27 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას. 

ფოტო: Ezz Gaber

მსგავსი სიახლეები