არალეგიტიმურები არიან, კანონი და კონსტიტუცია იღლიაში აქვთ ამოდებული - ირმა გორდელაძე "ოცნებაზე"

24.11.24 23:09
 არალეგიტიმურები არიან, კანონი და კონსტიტუცია იღლიაში აქვთ ამოდებული - ირმა გორდელაძე "ოცნებაზე"

"ერთ მუჭა მედროვეებს საქართველოს ისტორიულ ბედ-იღბალს ვერ გადავამსხვრევინებთ" - სამოქალაქო ატივისტი, ირმა გორდელაძე გურიიდან თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტთან დგას. 

გორდელაძის თქმით, იქამდე იდგება მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში, სანამ "საქართველო რუსული ხელისუფლებისგან არ გაიწმინდება". 

არალეგალურები არიან, კანონი და კონსტიტუცია იღლიაში აქვთ ამოდებული. ყველანაირ ზღავრს სცდებიან და შეტევაზე ჩვენთან გადმოდიან, ამდენი ხანი ვიბრძოდით თავისუფლების და დემოკრატისითვის და ერთ მუჭა მედროვეებს საქართველოს ისტორიულ ბედ-იღბალს ვერ გადავამსხვრევინებთ. აქ ვიდგებით მანამდე, სანამ არ გაიწმინდება საქართველო რუსული ხელისუფლებისგან. არ გვეშინია. არ დავთმობთ სამშობლოს ", - ამბობს ირმა გორდელაძე. 

 

მსგავსი სიახლეები