ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ამის დათმობა არაფრით შეიძლება - პაატა ბურჭულაძე
ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ამის დათმობა არაფრით შეიძლება - ამის შესახევ რუსთაველზე, აქციაზე მდგომმა პაატა ბურჭულაძემ "პირველებთან" განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, ახლა უკან დასახევი გზა არ არის, ამიტომ, მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უდნა დაიხიოს უკან და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.
ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ამის დათმობა არაფრით არ შეიძლება, თუ არ გავაქტიურდით, ამას დავაკარგავთ. ამიტომ კარგია, რომ ამდენი ხალია აქ. იმ ხალხმა, რომელიც ხვალ იქ იქნებიან, პარლამენტში, უნდა შეიგნონ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა, მაგრამ მათი სამშობლოც არის. ისინი ღუპავენ საქართველოს. უნდა მიხვდნენ მას, მაგრამ ისე არიან უკვე ჩაძირულები ამ მორევში, რომ ვეღარ ამოდიან. უკან დასახევი გზა ჩვენ არ გვაქვს, მათ უნდა დაიხიონ.
ვიცი, რომ ალბათ, პოლიცის ბრბო დაესევა აქ ხალხს, სხვა არაფერი არ შუეძლიათ ამათ. ბოლობოლო მიხვდება ეს პოლციიელი, რომ მაგათ გულსითვისაც ვდგავართ აქ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. მე ერთი სამშობლო მაქვს, მე ამას არ დავთმობ. ვინც აქ დგას ისინი სამშობლოს არ დათმობენ. ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.