მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა პოლიციას აქვს ჩაკეტილი
მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზას პოლიციას აქვს ჩაკეტილი - სამთავრობო კვარტალში, სულხან-საბას ქუჩის შესასვლელი, ასევე ინგოროყვას ქუჩა სამართალდამცველებს აქვს გადაკეტილი.
ირაკლი კობახიძემ ხვალ სწორედ ეს გზა უნდა გაიროს მთავრობის კანცელარიამდე მისასვლელად.
პოლიციას აქვს ასევე ჩაკეტილი პარლამენტამდე მისასვლელი გზები - ჭიჭინაძის და 9 აპრილის ქუჩები.
ცნობისთის, ხვალ დილით, 25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
კობახიძე განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს.