დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც დღეს "ოცნება" აპირებს, უკანონოა - ვახუშტი მენაბდე
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს “ოცნება“ აპირებს უკანონოა, - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და იქვე განმარტავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც, ასეთ ვითარებაში, პარლამენტი მიიღებს უკანონო იქნება.
მენაბდე სამ მთავარ მიზეზს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ ამტკიცებს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის უკანონობას.
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს “ოცნება“ აპირებს უკანონოა.
1. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.
2. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.
3. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, - წერს მენაბდე.
XI მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. "ქართული ოცნება" სხდომათა დარბაზში მარტო იქნება, რადგან ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, 27 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას.
ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
პირველ სხდომას, სავარაუდოდ, პარლამენტის უხუცესი წევრი - ლადო კახაძე გახსნის. უცნობია, დაესწრება თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.