ივანიშვილმა საკუთარი თავი “ფაშად“ გამოაცხადა და ქვეყანა ნაწილობრივ იყიდა, ნაწილობრივ კი მიიტაცა - ქადაგიძე
ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი ფაშად გამოაცხადა და ქვეყანა ნაწილობრივ იყიდა, ნაწილობრივ კი მიიტაცა, სუსტია, რადგან გაცილებით უფრო ძლიერი ავტორიტარები სრულდებოდნენ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ “ხელისუფლება იმაზე უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ბევრს ჰგონია“.
“საქართველოს ისტორიისთვის მძიმე დღეა, მაგრამ ახლა გვმართებს მტკიცედ დგომა და ერთგულება ამ ქვეყნის“, - ამბობს ის.
საქართველოს ისტორიისთვის მძიმე დღეა, მაგრამ ახლა გვმართებს მტკიცედ დგომა და ერთგულება ამ ქვეყნის. ასეთი ბნელი ღამეების შემდეგ თენდება და მოდის ის დროს, როცა ყველა გავიხსნებეთ, რომ ამ დღეებში ამაყად ვიდექით აქ. ყველა ავტორიტარული რეჟიმი ეცემა და ემხობა, ეს უნდა გვახსოვდეს და ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი ფაშად გამოაცხადა და ქვეყანა ნაწილობრივ იყიდა, ნაწილობრივ კი მიიტაცა, სუსტია, რადგან გაცილებით უფრო ძლიერი ავტორიტარები სრულდებოდნენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს რამდენიმე ასეული პოლიციელი დაიცავს რეჟიმს, ძალიან ცდება. დარწმუნებული ვარ, ეს რეჟიმი დასრულდება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს ჰგონია“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მთავრობის ცვლილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს მინისტრები რა გვარები იქნებიან, რადგან “ივანიშვილმა ბელორუსიზაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა“.
მინისტრები რა გვარები იქნებიან მნიშვნელობა აღარ აქვს, ბელორუსიზაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ივანიშვილმა და მას ისტორია თავის ადგილს მიუჩენს. რაც შეეხება მარიონეტების ცვლას - მნიშვნელობა არ აქვს, ლეგიონია მათი სახელი, ხელისუფლება მიტაცებულია და ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ წინააღდმეგობა იქამდე, ვიდრე არ ჩამოვშლით რეჟიმს“, - განაცხადა ქადაგიძემ.