10 თვეში ეროვნული სავალუტო რეზერვებიდან 917 მილიონი დოლარი გაყიდეს

25.11.24 16:32
10 თვეში ეროვნული სავალუტო რეზერვებიდან 917 მილიონი დოლარი გაყიდეს

გამოცემა "BMG"-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 10 თვის განმავლობაში 917 მილიონი დოლარი გაყიდა, 329 მილიონი დოლარი იყიდა, რის გამოც წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამასთან, საყურადღებოა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების ოქტომბრის თვის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული თვის განმავლობაში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე გაყიდული თანხა რეკორდულად დიდი იყო და ის 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი.

ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
  • თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch;
  • მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონი Bmatch;
  • აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch;
  • მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონი Bmatch-ით;
  • ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
  • ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
  • აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
  • სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
  • ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.

მსგავსი სიახლეები