ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

25.11.24 20:56
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მსგავსი სიახლეები