სავარაუდო ძალადობა აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურზე - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქის თქმით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას მონიტორინგს უწევს.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა მშრალ შიმშილობაზე გადასული ისაკო დევიძეც.
25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა.
მოქალაქის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და იგი სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის ინფორმაციით, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, რომლის მიმდინარეობასაც მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა 19 ნოემბერს დაკავებულო ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა.
აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აპარატმა რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს”, - ნათქვამია განცხადებაში.