ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს - მედია
ბოლნისში, სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა - aktual.ge-ის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაჭრეს.
მედიის ცნობით, დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
Aktual.ge წერს, რომ კონფლიქტის შედეგად, სოფელ დალარიდან ექვსი ახალგაზრდა, ხოლო სოფელ დარვაზიდან ორი ახალგაზრდა დაჭრეს.