პროტესტის ნიშნად ბრიუსელში სამმა ქართველმა შიმშილობა დაიწყო - თათია მექვაბიშვილი
ჯგუფი "წინაპრების" დამფუძნებელი, თათია მექვაბიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სამმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო.
თათია მექვაბიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ივანიშვილის გუნდის მიერ ხმების მიტაცებისა, საზღვარგარეთ წასული ადამიანები არ გაჩერდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ "სხვანაირად მონსტრს ვერ დაამარცხებენ".
"26 ნოემბერს სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს" - აცხადებს თათია მექვაბიშვილი.
ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან. ეს იქნება მასალების შეგროვება, რა დარღვევები იყო, როგორ დაირღვა ყველას უფლება, რომ ჰქონოდათ არჩევანში მონაწილეობის უფლება. აღნიშნავენ, რომ მათი ნაღვაწია შესული დასკვნები, რომ ემიგრანტებს შეეზღუდათ უფლება და ეს იყო მთავარი დარღვევა ფარულობასთან ერთად და ამბობენ იმას, რომ მართლა დასაკარგი არაფერი არ აქვთ. დღეს ბრიუსელში შიმშილობა დაიწყო 3- მა ადამიანმა, მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას. ხვალ სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს'',- ამბობს თათია მექვაბიშვილი.
''ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.