შსს მოქალაქეების დნმ-ის მონაცემების ბაზას ქმნის

26.11.24 13:45
შსს მოქალაქეების დნმ-ის მონაცემების ბაზას ქმნის

შსს მოქალაქეების დნმ-ის მონაცემების ბაზას ქმნის. ამის შესახებ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში თქვა. გომელაური დნმ-ის მონაცემების ბაზის შექმნას კრიმინალთან ბრძოლის ეფექტურობის აუცილებლობით ასაბუთებს.

სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც
მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე
წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც 
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო 
მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, - განაცხადა შს მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები