საქალაქოში ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

26.11.24 15:45
საქალაქოში ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ანატოლი გიგაურის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო - სასამართლო სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე, 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ გიგაურს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ კაცმა დაზიანებები სწორედ მას შემდეგ მიიღო, როდესაც დაპატიმრების დროს პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ანატოლი გიგაური ბრალს არ აღიარებს, რის გამოც იურისტი მოითხოვს, რომ სასამართლომ დაკავების ოქმი კანონიერად არ გამოაცხადოს.

"დაკავება იყო უკანონო და დაირღვა ადამიანის უფლებები. ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა" - ამბობს ადვოკატი.

დაკავების დროს, რომელიც მოხდა მარშალ გელოვანზე, პოლიციელების მხრიდან ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას ადგილი. მას აქვს დაზიანებები მიყენებული. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული. ჩვენ ამ მოწმეებს წარვადგენთ სასამართლო დარბაზში. ვგულისხმობ, რომ გამოკითხვის ოქმებს წარვადგენთ და სასამართლოს მოვთხოვთ, რომ დაკავების ოქმი, რომელიც გამოცემულია, არ მოხდეს მისი დაკანონება. ეს იყო უკანონო და დაირღვა ადამიანის უფლებები. ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა", - ამბობს ადვოკატი.

საქართველოს გენერალური პროკურატურა კი აღკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, დადგენილი გარემოებების მიხედვით, ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ანატოლი გიგაურმა პოლიციის თანამშრომელს რამდენჯერმე დაარტყა. 

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურა კადრებს იყენებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იგერიებს დაკავებული სამართალდამცველებს. მაგრამ ის ეპიზოდი, სადაც ანატოლი გიგაური თავად არის თავდასხმის მსხვერპლი, ამოჭრილია.

ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებით, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და რამდენჯერმე დაარტყა. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბრალდებულის მონაწილეობა ვიდეოჩანაწერში, რომელიც ამ შემთხვევაში, ძალადობას ახორციელებს პოლიციის თანამშრომელზე. სახის არეში ურტყამს ხელს, ფეხის არეში განახორციელა ერთი დარტყმა და რამდენიმე დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ეს არის ამ ეტაპზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. თავად დაკავებულს ამ ეტაპზე არ ჩატარება ექსპერტიზა. როგორც მოგახსენეთ, მან დაკავების მომენტში დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს პროკურორი.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები