რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ ნადირობა გამოაცხადა
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ ნადირობა გამოაცხადა - რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"უზენაესი სასამართლო" ამტკიცებს, რომ მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში "დაქირავებული" მებრძოლები, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები "გაწვრთნა და მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში უზრუნველყო", რის სანაცვლოდაც მამულაშვილმა ფული აიღო.
ამასთან, დაუსწრებლად "სასჯელი" კიდევ სამ მებრძოლს: 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილისა და 54 წლის ვანო ნადირაძეს შეუფარდეს. მათ ე.წ. სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა "დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის" მუხლით მიუსაჯა.