გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა - ზურაბიშვილი

26.11.24 17:09
გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება  "განათლების" სისტემა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებას ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით, “გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება  "განათლების" სისტემა“.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბენდიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს , როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!“, - წერს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები