არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება - ნინო დოლიძე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების პროტესტზე

26.11.24 18:11
არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება - ნინო დოლიძე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების პროტესტზე

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებიის პროტესტს მესამე სექტორში ეხმაურებიან. ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა ვერ დაინახეს, ლევან იოსელიანის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, იძულებულები გახდნენ საჯაროდ გამიჯვნოდნენ ომბუდსმენს.

დოლიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა იყო არაკონსტიტუციური და ძალიან მარტივად ამაზე სახალხო დამცველს შეეძლო ეთქვა ის, რაც არის.

სახალხო დამცველის აპარატში ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მე არ მიკვირს მათი გადაწყვეტილება. უფლებამოსილების ცნობა იყო არაკონსტიტუციური და ძალიან მარტივად ამაზე სახალხო დამცველს შეეძლო ეთქვა ის, რაც არის. სახალხო დამცველისგან მოლოდინი სწორედ ის არის, რომ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და ყველაფერზე ძალიან ღიად ისაუბრებს, სადაც ხედავს პრობლემას და ის, რომ ეს ჩვენ ვერ დავინახეთ  ბოლო პერიოდში, ყველას ჰქონდა უკმაყოფილება, ალბათ, მათ შორის შიგნითაც, აპარატში.  ეს განცხადებაც ამის მანიშნებელია, რომ მათ ვერ დაინახეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა და მოუკერძოებლობა ამ პროცესში“,- განაცხადა დოლიძემ.

სახალხო დამცველს საკუთარი აპარატი თანამშრომლები ემიჯნებიან - ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი საგანგებო განცხადებას სოციალურ ქსელიში ავრცელებს და წერს, რომ "სამწუხაროა, სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”.

 

მსგავსი სიახლეები