რა ეღირება ლარი ხვალ?
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ნოემბრისთვის ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7421 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.69 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8841 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 ნოემბერს ამოქმედდება.