სასტიკი ანგარიშსწორება 80 წლის პენსიონერზე - მკვლელობის ადგილზე წერილია აღმოჩენილი

26.11.24 20:40
სასტიკი ანგარიშსწორება 80 წლის პენსიონერზე - მკვლელობის ადგილზე წერილია აღმოჩენილი

 

3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ 80 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში შვილმა იპოვა. პენსიონერს უმძიმესი დაზიანებები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ქალს მრავლობითი დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი ფულია, რომელსაც ქალი საცხოვრებელ სახლში ინახავდა. 

72 საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ პენსიონერის საცოვრებელი სახლის კარი გაჭრა,ოთახში კი შემზარავი სურათი ნახეს: ცხედარი იატაკზე სისხლის გუბეში იყო.  დგილობრივები ამბობენ, რომ ქალს სახლში მაღაზია ჰქონდა, საიდანაც პროდუქტებს ყიდდა, სავარაუდო დამნაშავემ კი კარგად იცოდა, რომ ის ფულს ბინაში ინახავდა და თავდასხმაც ფულის გამო მოხდა. 

მკვლელს გეგმა კარგად ჰქონდა შემუშავებული: კვალის დასაფარად დამნაშავემ კარზე წერილი დატოვა, რომ მაღაზია 10 დღეს არ იმუშავებდა, ამიტომ პენსიონერის გაუჩინარებას არავინ დაუჭვებია. მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა ქართული საერთოდ არ იცოდა და წერილსაც ვერ დაწერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს. უმძიმესი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უწყებას არავინ დაუკავებია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები