"ოცნების" ცენზურა - საგამოცდო პროგრამებიდან ისტორიული თარიღები და ლიტერატურის შედევრები გააქრეს
საგამოცდო პროგრამებიდან ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააქრეს. 1802 წლიდან აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის პროგრამაში აღარ იქნება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში დატოვა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და შემდეგ პირდაპირ 1832 წლის შეთქმულება. გამოტოვეს მთავარი - ქართველი ხალხის ბრძოლა იმპერიასთან.
ისტორიის გადაწერის მცდელობა "ოცნების" ხელისუფლების პირობებში პირველად არ გვინახავს. ჯერ წიგნებიდან გააქრეს ქვეყნის უახლესი ისტორიის მონაკვეთები, ახლა უკვე რუსეთთან ბრძოლას შლიან საგამოცდო პროგრამებიდან. განათლების სისტემაში ისედაც მძიმე მდგომარეობაა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს საქართველოში აჯანყებები მეორეხარისხოვნად აქციოს.
საგამოცდო პროგრამიდან გაქრა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები. ჭავჭავაძე "ბედნიერი ერის" გამოქვეყნებისას შიშობდა, რომ ეს ლექსი ცენზურას ვერ გადაურჩებოდა. "ქართული ოცნების" ცენზურას ნამდვილად ვერ გადაურჩა. ქართულის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს სულხან საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, პაოლო იაშვილის ნამუშევრები - ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეებს პატრიოტიზმის მნიშვნელობას უნდა აცნობდეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.