ირაკლი ალასანია თბილისში ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს

26.11.24 19:44
ირაკლი ალასანია თბილისში ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია თბილისში ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს -  ამის შესახებ BMG იუწყება.

გამოცემის ცნობით, ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მომზადდა - შესაბამისი ინფორმაცია ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Stipfold-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განვითარებას კომპანია "სოდი ინვესტმენტი" კომპანია LSG Solution-თან 2023 წლიდან გეგმავს.

თავად "სოდი ინვესტმენტი" 2017 წელს არის დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ, კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს.

ჯერჯერობით აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შესახებ მიმართვა არ ფიქსირდება არც გრგ-ის შეთანხმებასთან და არც მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე და მის შესახებ მხოლოდ არქიტექტურული კომპანია Stipfold-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანი ფართობი 32,000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო ცათამბჯენი 44 სართულიანი იქნება“, - წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები