"ძირს დამახეთქეს, სისხლი მდიოდა" - პოლიციელების მიერ ნაცემი ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვეს
პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ანატოლი გიგაური სასამართლომ ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ფიზიკური ანგარიშსწორების კვალზე და უმძიმეს ისტორიაზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა თვალი დახუჭა. არადა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მოსამართლეს დეტალურად მოუყვა იმ ძალადობის შესახებ, რომელიც გომელაურის რაზმის წევრებმა მასზე რამდენიმე ეტაპად განახორციელეს.
ანატოლი გიგაურს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რომ საბურთალოს პოლიციაში გადაყვანის დროს დამკავებელი პოლიციელები პანიკაში ჩავარდნენ. პირველადი დახმარების გაწევას ცდილობდნენ და ვაშლიჯვრის აფთიაქში სისხლდენის შესაჩერებლად წამლები თავად იყიდეს. ამ ისტორიის მოსმენის მიუხედავად, პროკურატურამ და სასამართლომ მოძალადე პოლიციელები, პრაქტიკულად, მსხვერპლად გამოაცხადეს.
ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რის გამოც მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე 24 ოქტომბრის ღამეს, რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტსს ეხება. პოლიციელები აქციის მონაწილეებს ღამის გასათენებლად საჭირო ატრიბუტების შეტანის უფლებას არ აძლევდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გიგაურს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.