"ჩემი ხმის" დამკვირვებელი, გურამ ჩუხრიკიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა
"ჩემი ხმის" დამკვირვებელი, გურამ ჩუხრიკიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. გურამ ჩუხრიკიძე 26 ოქტომბერს მარნეულში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. მან არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. დამკვირვებელს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
მის მხარდასაჭერად დღეს სასამართლოს მიმდებარედ სხვა დამკვირვებლებიც მივიდნენ. "არა შერჩევით სამართალს", - ეს იყო მთავარი გზავნილი, რისი თქმაც დამკვირვებლებს უნდოდათ.
მოსამართლემ დამაჯარიმა 500 ლარით. მოსამართლეს თურმე ზეციური თვალი გაეხსნა და დაინახა, რომ თურმე არ ვყოფილვართ საკმარისი რაოდენობით. მე მარნეულში რაც ვნახე, თუ როგორ გააყალბეს არჩევნები და ფიზიკურად იძალადა ჩემზე უამრვმა ადამიანმა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც მაქვს, პროკურატურა ერთხელ არ დაინტერესებულა. მაშინ როცა გზა ათასობით ადამიანმა გადავკეტეთ, თურმე მოვიდნენ და მე მედავებიან, რომ გზას ვკეტავდი ხელოვნურად. ეს არის რეჟიმის სამართლის კიდევ ერთი გამოვლინება. ცდილობენ რომ დაგვაშინონ, რათა ხმა ვეღარ ამოვიღოთ", - განაცხადა გურამ ჩუხრიკიძემ.