რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა
რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა.
კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.
პირველადი ინფორმაციით, ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.
მსგავსი სიახლეები
14.06.26 21:09
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ