რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა

29.11.24 23:54
რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს,  ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა

 

 

რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა.  

კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.

პირველადი ინფორმაციით, ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.

მსგავსი სიახლეები