შსს-ს თანამშრომელი: "ფიცი რუსეთის წინაშე არ დამიდია, მივდივარ"

02.12.24 16:20
შსს-ს თანამშრომელი: "ფიცი რუსეთის წინაშე არ დამიდია, მივდივარ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ - შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის შემდეგ, უწყებას 112-ის თანამშრომელი ტოვებს.

"ფიცი რუსეთის წინაშე არ დამიდია, მივდივარ" - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს, რომ "რეჟიმის ნაწილი, რომელიც სასტიკი მეთოდებით უსწორდება თავისივე მოქალაქეებს", აღარ იქნება.

Მე შსს-ს სსიპ-ის "112"-ის რიგითმა თანამშრომელმა დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. ფიცი რუსეთის წინაშე არ დამიდია, აღარ ვიქნები იმ რეჟიმს ნაწილი, რომელიც სასტიკი მეთოდებით უსწორდება თავისივე მოქალაქეებს.

Ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ვალდებულებაა, ვემსახურო ქართველ ხალხს და ეს ხალხი ახლა, რუსთაველზე იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, გარუსების წინააღმდეგ. Ჩემი ადგილი არის თქვენს გვერდით  და არა, არ მეშინია! ვემსახურები საქართველოს!!!" - წერის მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები