"უმოწყალოდ მცემეს, კბილები ჩამიმტვრიეს, იყო გაუპატიურების მუქარაც" - სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილე
ექსკლუზიური ინტერვიუ ხარებას რაზმის მიერ სასსტიკად ნაცემ მოქალაქესთან. დავით ჯანიაშვილი "პირველებთან" თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა. ჯანიაშვილს გატეხილი აქვს თავი, დამტვრეული აქვს კბილები, უმძიმესი დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. ის ახლაც კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
შევედით თუ არა იმ რიგებში, სადაც სპეცრაზმი დგას, მანდედან უკვე დაიწყო ყველამ ჩემი რტყმა. გააკეთეს კორიდორი, თითოეულმა ადამიანმა წიხლი, ხელი, მუშტი, ყველაფერი ყველგან ჩამარტყეს, რაც კი შეეძლოთ. რეალურად, ყველაფერი მერე დაიწყო. ჩამკეტეს მინივენში, შემოვიდა მერე დაახლოებით 5-6 ან მეტი ადამიანი. ორნი ვიყავით მინივენში და დაგვიწყეს ორივეს ისეთი გამატებით რტყმა, რომ უბრალოდ, ვერც წარმოიდგენთ. უმოწყალოდ ცემა დაგვიწყეს. მე ვაგდივარ ძირს, 4-5 ადამიანი მირტყამს, მერე შეიცვლება, სხვა 4-5 ადამიანი მირტყამს. არარეალური შეურაცხყოფები, მუქარა. ტელეფონი გაგვიხსენი, თორემ ტვინს გაგასხმევინებთ, რაღაც გაუოპატიურების მუქარა: „დუბინკას“ გაგიკეთებთ ერთ ადგილას. ზუსტი ხაზი ჰქონდათ გავლებული, სადამდე უნდა ვეცემე, რომ მე რაღაც ისეთი დაზიანება არ მქონოდა, რომ რაღაც მომხდარიყო. შედარებით ასაკოვანი ადამიანი იყო, მე მახსოვს ეგეთი მომენტები, რომელიც ეუბნებოდა, სახეში მეტი აღარ დაარტყათ, ტანშ და ფეხებში ურტყითო. გადავიდნენ ფეხებზე და ტანზე და ფეხები ისეთ მდგომარეობაში მქონდა, რომ ახლაც ვეღარ დავდივარ. ფეხზე ვერ ვდგები ჯერჯერობით, კუნთები მეკეცება. მე ახლა თავი მაქვს გატეხილი, კბილები მაქვს ჩამტვრეული, სახის და ყბების სახსრები მაქვს დაჭიმული, ნეკნები და ზურგის კუნთები მაქვს დაჟეჟილი, - ამბობს აქციის მონაწილე.