დიპლომატების მხარდაჭერა “ტვ პირველის“ გუნდს - ელჩებმა მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს

09.12.24 17:03
დიპლომატების მხარდაჭერა “ტვ პირველის“ გუნდს - ელჩებმა  მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მხარდაჭერა “ტვ პირველის“ გუნდს - ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიიის, შვედეთის, დანიის , ლიეტუვას და ლატვიის ელჩებმა  ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი, გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში მოინახულეს.

დიპლომატებმა მკურნალი ექიმებისგან პირადად მოისიმინეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. 

საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები